ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან,
ღრმაღელე-ორმეთი-ომფარეთის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება 1 800 000 ლარია. სამუშაოებს კომპანია ,,პალადა" ასრულებს.
ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ზედამხედველობის სამსახურის უფროს, თენგიზ ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.