დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, სერგი სურგულაძის, ლომინაძის, სპირიდონ ვირსალაძის, ვეძინის, თხინვალის, არსენას, ჩაბალის, მესხის, სულიკო ჟღენტის, ჭონქაძის, გერგეთის, სავანელის, დუმბაძის, ქიქოძის, მაჩაბლის, მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილის, კლდიაშვილის, დოლიძის, ღოღობერიძის, ჟორდანიას და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას შეხება.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექრტოენერგიას გორგასლის გამზირის, ბარათაშვილის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე დიდუბის დასახლების, რაჟდენ გვეტაძის, დავით ყიფიანის, აგლაძის, ვანის და გაფრინდაულის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 20:00 საათამდე ლილოს დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ენუქიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობა.