logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა HorizonEurope-ის საინფორმაციო დღის ონლაინ ღონისძიება გახსნა
მიხეილ ჩხენკელმა HorizonEurope-ის საინფორმაციო დღის ონლაინ ღონისძიება გახსნა
11:28 29.05.2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა HorizonEurope-ის საინფორმაციო დღის ონლაინ ღონისძიება გახსნა, სადაც ევროკომისიის ექსპერტებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა პროგრამის ზოგად სტრუქტურაზე, დაფინანსების სქემებსა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და ევროკომისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, საქართველოში განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი მხარდაჭერისა და ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის მრავალი შესაძლებლობის შექმნისთვის. მინისტრმა HorizonEurope-ის პროგრამასთან საქართველოსასოცირების შესახებ ისაუბრა, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი გრძელვადიანი შედეგისა და საქართველოს ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრაციის მომტანი იქნება.

მიხეილ ჩხენკელი: „COVID-19 პანდემიის ფონზე უფრო მეტად წარმოჩინდა მეცნიერებისა და კვლევების როლი. სწორედ ახალ ცოდნაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს გამოწვევების დაძლევა და მდგრადი განვითარება. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო მსოფლიოში სახელგანთქმული მეცნიერების მოღვაწეობის მთავარ ადგილად იქცეს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით“.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ასოცირება ევროკავშირის ჩარჩო პროგრამასთან არის საფუძველი ჩვენს ქვეყანაში ხარისხიანი სამეცნიერო კვლევების შესაქმნელად. HorizonEurope უნიკალურ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს აკადემიური საზოგადოებისათვის. ქართველი მეცნიერები შეძლებენ ითანამშრომლონ ევროკავშირის წამყვან კვლევით ინსტიტუტებთან, შეიმუშაონ ახალი სამეცნიერო იდეები, მიიღონ უმაღლესი ევროპული გამოცდილება და უმასპინძლონ გამორჩეულ უცხოელ მეცნიერებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა შეაფასა საქართველოს ასოცირება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების მე-8 ჩარჩო პროგრამასთან (Horizon 2020) და აღნიშნა, რომ ამ უდიდესმა პროგრამამ2016 წლიდან საშუალება მისცა ქართველ მეცნიერებს, გაეუმჯობესებინათ კვლევითი შესაძლებლობები, გაეზარდათ სამეცნიერო კვლევის ხარისხი და დაენერგათ ინოვაციური, თანამშრომლობითი და სამეწარმეო კულტურა საქართველოში.

HorizonEurope-ის საინფორმაციო დღის ონლაინ ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა გენერალური დირექტორის მოადგილე (კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორატი, ევროკომისია) ზაინ რაცო. ევროკომისიის ექსპერტებმა მანფრედ სპისბერგერმა და ჯორჯ ბონასმაHorizonEurope-ის პროგრამის შესახებ საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაციები წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ამჟამად გადის ასოცირების პროცედურებს HorizonEurope-ის ჩარჩო პროგრამისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ყველა აქტივობა ქართველი მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომია, ვინაიდან საქართველო ევროკავშირის წინა ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) ასოცირებულ ქვეყანას წარმოადგენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა