logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხელისუფლებასა და უწყებათაშორის კომისიას მიმართავს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ხელისუფლებასა და უწყებათაშორის კომისიას მიმართავს
18:13 23.09.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებულ დაკავების ფაქტებს  ეხმაურება. ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად თავაზობთ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებულ ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებს ეხმაურება, რასაც შეიძლება პოლიტიკური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს. აღნიშნულ ეჭვებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ განხორციელებული დაკავებები არ ეფუძნება მყარ და უტყუარ მტკიცებულებებს. მოკლე დროის პერიოდში რამდენიმე ადამიანის საეჭვო დაკავება წარმოშობს ვარაუდის საფუძველს, რომ მიზანმიმართულად ხდება პოლიტიკურად აქტიური პირების მიმდინარე საარჩევნო პროცესებისგან ჩამოშორება.

საეჭვო დაკავების შემთხვევები მოიცავს შემდეგ ფაქტებს:

21 სექტემბერს თბილისში ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ჩადენისთვის დაკავებულ იქნა ოთხი პირი – დავით ფაცაცია, ზურაბ მესხია, შოთა ბაზერაშვილი და კონსტანტინე ლაბარტყავა. ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა. ფაცაციასა და მესხიას უკვე შეეფარდათ 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.

22 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამოქალაქო აქტივისტები დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი იქნენ დაკავებულნი. მათ 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ ცაგურია აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდების საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, მისი დაკავების ფაქტი დამატებით ეჭვებს წარმოშობს. ვფიქრობთ, წინასაარჩევნო პერიოდში ამგვარი ქმედება ცალსახად პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ცნობისთვის, დაკავებამდე დაჩი ცაგურიას არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ოფისში.

ასევე, დღეს დაკავებული იქნა მესტიის საარჩევნო ოლქში ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელი კახა ჟორჟოლიანი. იგი დააკავეს ცესკოს წარმომადგენლის, არჩილ სოფრომაძის საჩივრის საფუძველზე, რომლის განცხადებითაც, 20 სექტემბერს ჟორჟოლიანმა იჩხუბა და ხელი შეუშალა კომისიის მუშაობას. თუმცა, კომისიის სხდომის ოთხი წევრისა და ზოგიერთი თვითმხილვევლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩხუბისა და ხულიგნობის ფაქტი არ მომხდარა. მათი განცხადებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას და ხმამაღალ კამათს. ჩვენი ინფორმაციით, ადმინისტრაციული დაკავების საფუძველი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, წვრილმანი ხულიგნობაა, რაც ითვალისწინებს სახდელს 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღის ვადით. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, მათ შორის, კომისიის კოლეგიური გადაწყვეტილების საფუძველზე ხელშემშლელი ან წესრიგის დამრღვევი პირის სხდომიდან გაძევებას (საარჩევნო კოდექსი, მე–8 მუხლის მე–15 და მე–18 პუნქტები). შესაბამისად, მიუღებელია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენება, როდესაც შემთხვევა დარეგულირებულია იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი და სპეციალური კანონით, როგორიცაა ორგანული კანონი – საარჩევნო კოდექსი.

დღესვე, დაკავებული იქნა ზვიად საბანაძე, „ქართული ოცნების” გორის ზონის კოორდინატორი. მასაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი შეეფარდა“ - ნათქვამია
განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ საქართველოში დღეს არსებული ვითარება და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში მიიღონ მსგავსი ტიპის ზომები. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი ქმედებები სერიოზულად შეამცირებს საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობას და ხელს შეუშლის არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

ამასთან, „გამჭვირვალობა“ მოუწოდებს უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, დაინტერესდეს ამ შემთხვევებით და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა