თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა,
პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ კახა კახიშვილთან და ამავე რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, ვაზისუბნის დასახლება N 6, N7 კორპუსების და N182-ე ბაგა ბაღის მიმდებარედ მოეწყო კიბე და საფეხმავლო ბილიკი. ვაზისუბნის დასახლება N11,N12,N13, კორპუსების მიმდებარედ საფეხმავლო ბილიკი, ვაზისუბნის დასახლება N12 კორპუსის მიმდებარედ კი სკვერი მოეწყო.