logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძე: 15 ივნისს ტურისტული სეზონის გახსნა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიფრთხილით, რეკომენდაციების გათვალისწინებით
თორნიკე რიჟვაძე: 15 ივნისს ტურისტული სეზონის გახსნა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიფრთხილით, რეკომენდაციების გათვალისწინებით
14:58 28.05.2021
ბათუმში, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოახლოებული ტურისტული სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების, ეკონომიკის თანმიმდევრული გახსნის და უსაფრთხო სეზონის უზრუნველყოფის შესახებ გააკეთა განცხადება.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკვე პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც მოგვცემს საშუალებას, რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოვახდინოთ. ამიტომ, ყველა შესაბამის უწყებას მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოხდეს ტურისტული სეზონისთვის მომზადება, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე. ასევე მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს და ყველა სხვა უწყებას რომ უკვე ოფიციალურად მოვახდინოთ სეზონის გახსნა 15 ივნისისთვის და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით აღდგენის პროცესშია საჰაერო ფრენები განახლებულ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - ,,გაიზარდა ნაკადები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. გასული თვის მონაცემებით 60 % -ით არის აღდგენილი ნაკადები და 60 ზე მეტი რეისი სრულდება ყოველკვირეულად რაც არის ძალიან პოზიტიური დინამიკა".

მისივე თქმით, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარების კუთხით პროექტები და როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტურისტული ატრაქციები იქმნება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში.

აჭარაში აქტიური პრივატიზაციის პროცესი გრძელდება და უკვე 4 თვის მონაცემებით, გადაჭარბებით არის შესრულებული პრივატიზების წლის გეგმა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით დაწყებულია მუშაობა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის კორექტირებაზე, კორექტირებული ბიუჯეტი იქნება უპრეცედენტო თავისი ხარჯვითი ნაწილით და ასევე ასახული იქნება მოსახლეობის ყველა პრიორიტეტი. თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მინისტრთა კაბინეტს მათ სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ პროექტების უმოკლეს დროში წარდგენა დაავალა, რათა ბიუჯეტის კორექტირებისას მოხდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხების ასახვა და გათვალისწინება.

როგორც მთავრობის სხდომაზე აღინ იშნა, რეგიონში ფერმერების მხარდაჭერა გრძელდება. აჭარაში მიწის დამუშავების პროგრამა წარმატებით დასრულდა. წელს 2150 ჰექტარზე მეტი მიწის დამუშავება უფასოდ განხორციელდა. პროგრამა მეორე წელია მიმდინარეობს. პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე მიღებულ იქნე გადაწყვეტილება ფერმერების ხელშეწყობის მიზნით მიწის დამუშავებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროგრამით ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები დამუშავდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა