logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
აშშ-ში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა
აშშ-ში ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია გაიმართა
10:35 28.05.2021
ქართული ღვინის ონლაინ დეგუსტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Marq Energie Consulting'' ორგანიზებით გაიმართა. მასში 60-მდე ადგილობრივი სომელიე, ღვინის მწერალი და იმპორტიორი, ასევე, ქართველი ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ.

ონლაინ ღონისძიებას ,,Marq Energie Consulting''-ის ხელმძღვანელი ჯული პეტერსონი (Julie Peterson) და ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი (Taylor Parsons) უძღვებოდნენ. სემინარის მონაწილეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, დავით ბაქრაძე მიესალმა.

ორსაათიანი ონლაინ დეგუსტაციის განმავლობაში, ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ წინასწარ გაგზავნილი დასავლეთ საქართველოს ის ღვინოები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია აშშ-ის ბაზარზე. აღნიშნულ დეგუსტაციაზე აქცენტი სწორედ დასავლეთ საქართველოს მრავალფეროვან ღვინოებსა და ღვინის მარნებზე გაკეთდა. დეგუსტაციის პარალელურად, მონაწილეები ქართულ ღვინის ისტორიას, კულტურასა და თანამედროვე ინდუსტრიას გაეცნენ.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე ბოლო 6 წელია სტაბილურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 912 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 34%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში უკვე ექსპორტირებულია 325 ათასი ბოთლი ღვინო (ზრდა 2% ).

ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში, ძირითადად, დისტანციური ფორმატების და ონლაინ პლატფორმების გამოყენებით აგრძელებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა