"ქართულმა თეატრმა და კინომ დღეს კიდევ ერთი ვარსკვლავი დაკარგა. დაუვიწყარი სახეები,
რომლებიც მარინა ჯანაშიამ შექმნა, სამუდამოდ დარჩება მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა მეხსიერებაში და თაობებს გადაეცემა.
მარინა ჯანაშიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს" - განაცხადა კახა კუჭავამ.