logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
შიდა ქართლის მოსახლეობას რეაბილიტირებული ტაშისკარის სარწყავი სისტემა მოემსახურება
შიდა ქართლის მოსახლეობას რეაბილიტირებული ტაშისკარის სარწყავი სისტემა მოემსახურება
10:36 27.05.2021
შიდა ქართლის მოსახლეობას რეაბილიტირებული ტაშისკარის სარწყავი სისტემა მოემსახურება. აღდგენილ სისტემაში წყალი გაუშვეს.

საქართველოს მელიორაციამ ხაშურის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის რებილიტაცია განახორციელა.

პროექტის ფარგლებში არხის მნიშვნელოვანი ნაწილი რკინაბეტონით მოპირკეთდა, დანალექი გრუნტისგან გაიწმინდა სოფელ ქვიშხეთში, ტეზერსა და ბეკამში არსებული წყლის გამტარი მილები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობები, არსებულ ხიდებს ჩაუტარდა რემონტი, შეიცვალა დაზიანებული ფარები.

ჩატარებული სამუშაოები ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების რამდენიმე ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი
წყლის მიწოდებას.

პროექტის ღირებულებაა 800 ათასი ლარი.
საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

„სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება და განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ვინაიდან, ყოველი გასარწყავებული ფართობი ნიშნავს შესაძლებლობას ჩვენი ფერმერებისთვის აწარმოონ უფრო ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი. სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველწლიურად მნიშვნელოვან თანხებს მივმართავთ სამელიორაციო სისტემების

რეაბილიტაციისთვის. წელს, დაახლოებით 90 მლნ ლარი მოხმარდება საირიგაციო და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაციასა და საექსპლუატაციო სამუშაოებს, რის შედეგადაც ათასობით ჰექტარზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება და ასევე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ტაშისკარის სარწყავი სისტემა სათავეს სოფელ ახალდაბაში იღებს, მდ. მტკვარზე არსებული სათავე ნაგებობით. აღნიშნული სისტემით, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 7 ათასამდე ჰექტარი სასოფლო- სამეურნეო მიწის ფართობი მარაგდება სარწყავი წყლით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა