კინოსა და თეატრის მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მარინა ჯანაშია სხვადასხვა პერიოდში რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში მოღვაწეობდა და მონაწილეობას სხვა თეატრების სცენაზე დადგმულ სპეტაკლებშიც იღებდა.
მან ასევე ითამაშა ცნობილ ქართულ ფილმებში, როგორებიცაა: კუკარაჩა, მარადისობის კანონი, გრძელი ნათელი დღეები და სხვა.