logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კობა კობალაძემ  გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი
კობა კობალაძემ გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი
23:06 26.05.2021
ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დაესწრო, სადაც ღვთისა და ერის წინაშე, სამხედრო ფიცი, 247-მა რეკრუტმა დადო და დღეიდან, ისინი, საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

საზეიმო ღონისძიებას, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ასევე, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. სტუმართა შორის იყვნენ პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ანდრი ტარანი, რომლებიც სპეციალურად ამ დღის მოსალოცად ჩამოვიდნენ საქართველოში.

სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა.

"მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს_ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს! განსაკუთრებით, პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის''_ აღნიშნა თავის გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის პარალელურად, ფიცის დადების ცერემონიალი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 5 ლოკაციაზე გაიმართა: სვანეთში _უშბასა და თეთნულდის კალთებთან, აჭარაში _ პეტრას ციხეზე, სამცხე-ჯავახეთში _ფარავნის ტბასთან, კახეთში _ნეკრესის სამონასტრო კომპლექსსა და წმინდა ქალაქ მცხეთაში.

მოგვიანებით, კობა კობალაძე, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც კიდევ ერთხელ მიაგო პატივი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელიც დღეს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით. სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში, საფნაგეთში წასული გენერალი, 1970 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით, საფრანგეთიდან სამშობლოში მიმდინარე წლის 22 მაისს ჩამოასვენეს _ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საუკუნოვანი განშორების შემდეგ, გენერალი, მშობლიურ მიწას დაუბრუნდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა