სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ.
სოფლის მეურნეობის ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ.
ლაბორატორიაში პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის.
სურსათის კვლევის დეპარტამენტში კვლევები მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური კვლევების მიმართულებით ხორციელდება. სტუდენტები მონაწილეობას იღებენ დეპარტამენტში არსებული უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიების სამუშაო პროცესში და შესაძლებლობა აქვთ, თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა კვლევის წარმოებაში.
ლაბორატორიის პერსონალისა და სტუდენტების უსაფრთხოებისათვის მიმდინარეობს ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი. ასევე, სრულად ხდება პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვა.