logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი XPRIMM - ის ორგანიზებულ დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციაზე, მომხსენებელი იყო
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი XPRIMM - ის ორგანიზებულ დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციაზე, მომხსენებელი იყო
11:00 26.05.2021
საერთაშორისო სადაზღვევო მედია კომპანიის (XPRIMM) ორგანიზებით საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე მნიშვნელოვანი, დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მესამედ ჩატარდა და მთლიანად ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას დაეთმო. ღონისძიება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე პანდემიის გავლენას, მიმდინარე წლის ტენდენციებს, ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის გამოწვევებსა და ქართული სადაზღვევო სექტორის განვითარების გზებს მიეძღვნა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი „ჯიპიაი ჰოლდინგის „ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე იყო, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი : „იქედან გამომდინარე , რომ ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ყველაზე დიდი წილი გვიჭირავს, რა თქმა უნდა ყველაზე კარგად ვხედავთ ცვლილებებს, რომელიც ამ ბაზარზე კოვიდის შედეგად გაჩნდა. პანდემიის გამო, ზოგადი ეკონომიკური ფონი გაუარესდა, შესაბამისად ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით ვაწყდებით არის, მოულოდნელი ინფლაცია ჯანდაცვის სფეროში. კლიენტებთან ვაფორმებთ ერთწლიან ხელშეკრულებას, რომლის პირობებსაც მთელი წლის განმავლობაში არ ვცვლით, თუმცა ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე გვაქვს საკმაოდ ძლიერი ინფლაცია რის გამოც იზრდება მკურნალობის ,სამედიცინო სერვისების, მედიკამენტების ფასები. აქედან გამომდინარე გქონდეს მისაღები ფასი დაზღვევაზე, იყო კონკურენტუნარიანი და ამავდროულად კომპანიამ მიიღოს მოგება ეს დღეს ძალიან დიდი გამოწვევაა. „

კონფერენციის მონაწილეებმა პანდემიის პერიოდში სადაზღვევო ბაზარზე მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრეს. ლომაძემ აღნიშნა, რომ 2020 წელს ჯანმრთელობის დაზღვევა ყველაზე სტაბილური პროდუქტი იყო, დაზღვევის შეძენის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, სამედიცინო მომსახურების მიღება კი მკვეთრად იყო შემცირებული. თუმცა მისივე თქმით წელს უკვე ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. როგორც ლომაძემ აღნიშნა, დაზღვეულებმა კვლევები პანდემიის და უსაფრთხოების გამო უბრალოდ გადადეს, ამ დროისთვის კი მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რაც ბაზრის სტაბილურობისთვის კიდევ ერთი გამოწვევაა.

საქართველოს დაზღვევის რიგით მე-3-ე საერთაშორისო კონფერენციას 15 ქვეყნის 150-მდე დელეგატი ესწრებოდა. ღონისძიება პანდემიის გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდა. საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია სადაზღვევო ბაზრისთვის ყველაზე მაღალი დონის პლატფორმაა და ეფექტური საშუალება ბიზნესთან დაკავშირებული შეხედულებების გასაცვლელად, ადგილობრივი და უცხოური სადაზღვევო კომპანიების, ბროკერების, IT პროვაიდერების, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრთა გაზიარებისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა