საქართველოს მთავრობა, 26 მაისს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი
სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს.
კერძოდ:
11:00-11:50 საათზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ადგილი: თავისუფლების მოედანი/მისვლა პუშკინის ქუჩიდან
13:30-14:30 საათზე გაიმართება გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება
ადგილი: სამების ტაძარი
15:30-16:00 გენერალ კვინიტაძის დაკრძალვა მთაწმინდის პანთეონში
ადგილი: მთაწმინდის პანთეონი
ესწრებიან: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი
19:00-20:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი
ადგილი: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი