logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას დაესწრო
კახა კუჭავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას დაესწრო
12:58 25.05.2021
„დამოუკიდებლობის დღე ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციურია, რადგან ვიცით, რის ფასად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას დეპუტატებთან ერთად დაესწრო.



როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულ და დემოკრატიულ სისტემას წარმოადგენდა, რომელიც, სწორედ, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს.



,,ჩვენთვის განსაკუთრებული ემოციის მატარებელია ეს დღე, რადგან ვიცით, რის ფასად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ჩვენ ვიმყოფებით გამოფენაზე, რომელიც პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას ეძღვნება. ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და დემოკრატიული სისტემას წარმოადგენდა სახელმწიფო, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს. თუნდაც ის მაგალითი რად ღირს, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ქალებს ხმის უფლებაც კი არ ჰქონდათ და აქ უკვე დეპუტატებად იყვნენ არჩეულნი, შეიქმნა ბევრი პროგრესული დოკუმენტი",- განაცხადა კახა კუჭავამ.



მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა ჩვენი ქვეყნის საგანძურია.



,,სიმბოლურია, რომ ახლა სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვართ, რადგან იგი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის საგანძურს. მე იმ თაობას წარმოვადგენ, როდესაც ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არსებობდა და მთელი სტუდენტობა გატარებული მაქვს აქ - ეს იყო განსაკუთრებული შეგრძნებები, რომელიც არ შეიძლება შევადაროთ ნებისმიერ, ტექნოლოგიურად აღჭურვილ ოთახებს. მადლობა გიორგი კეკელიძეს, რომელიც ძალიან აქტიურად უძღვება ბიბლიოთეკის საქმიანობას. ჩვენ ვისაუბრეთ და ძალიან მალე საინტერესო იდეებით, საინტერესო პროექტებით, გავახარებთ მკითხველს ახლო მომავალში. ასევე, მადლობა თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი დამსახურებაა ის განვითარება, ის შენაძენი, რომელიც ბიბლიოთეკას ყოველწლიურად აქვს როგორც უშუალოდ წიგნების, ისე მკითხველის სახით. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ დღეს და გისურვოთ კიდევ უფრო დიდი წარმატებებს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა