logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ურთიერთთანამშრომლობა სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერებისთვის
ურთიერთთანამშრომლობა სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერებისთვის
12:54 25.05.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოსდავცითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს.

მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობას სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერების მიმართულებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გზით. მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების შესახებ ტრენინგმოდულების შემუშავებისა და ტრენინგების ჩატარების, მასწავლებელთა გადამზადებისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, იმისათვის, რომ სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მიერ სწორად იქნეს გადმოცემული  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შედგენილი სახელმღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში.“

სახელმძღვანელო დაწყებით საფეხურის პედაგოგებისთვისაა შედგენილი და მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებით კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.  მოსწავლებს ეცოდინებათ რა არის მდგრადი განვითარება, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვას ბიომრავალფეროვნება და რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნობიან კლიმატის ცვლილების საკითხებს და რაც მთავარია ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით, გაიაზრებენ რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა.  აღნიშნული სახელმძღვანელოთი სარგებლობას სკოლის პედაგოგები  სკოლებში შემდეგი სასწავლო წლიდან ეტაპობრივად დაიწყებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა