დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა პეკინის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), დიმიტრი ბაქრაძის, თარხნიშვილის, მელიქიშვილის, გუდაურის, ყაზბეგის, ხორავას, ბარნოვის, ინოლა გურგულიას, ერეკლე ტატიშვილის, ტარიელ სვანიძის, ალექსი მაჭავარიანის, ზანდუკელის, ჭოველიძის, შოთა მილორავას, არაგვის, მინდელის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, კოჯრის გზატკეცილის, ინტენსიფიკაციის, ტაშკენტის, მეგრელიძის, ჩიქოვანის, დელისის, ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, ჯანო ბაგრატიონის, მიცკევიჩის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის, დელისის III ქუჩის, კამანის, ზემო დელისის, იოველ ჯებაშვილის, მიხეილ ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, მეფე მირიანის, ოთხი ათასი მესხის, როსტევანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობა, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე მარჯანიშვილის ქუჩის მოსახლეობა.