Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა
30 456 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 052 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 404 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 354 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 339 315-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.86%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.05%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 821 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 320 777-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 654 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 669 შემთხვევა, აჭარა - 114, იმერეთი - 184, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 43, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129, კახეთი - 56, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 858, საიდანაც: 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 199, აჭარაში - 454, იმერეთში - 538. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 416, აჭარაში - 105, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 227 პირი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 14, იმერეთში - 16. 673 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 354 - თბილისში, 281- აჭარაში. 9 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 759 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 360 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 998 პირი, აჭარაში - 1 916, იმერეთში - 1 707.