logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მთავრობის სხდომაზე „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები მიიღეს
მთავრობის სხდომაზე „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები მიიღეს
17:53 24.05.2021
მთავრობის სხდომაზე „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები მიიღეს.

ცვლილებების თანახმად, კახეთში მოწეული ყურძნისგან დამზადებული ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა განისაზღვრება არანაკლებ 10,5%-ით. ამ დრომდე, ეს მაჩვენებელი შეადგენდა არანაკლებ 9,0 %-ს. ცვლილება არ ეხება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის, ლიქიორული, შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, სადესერტო, არომატიზებული, ქვევრისა და აისვაინის ღვინოებს, რომელთა სპირტშემცველობაც რჩება რეგლამენტით აქამდე განსაზღვრულ მაჩვენებელზე.

„შარშან, რთველის დასრულების შემდეგ, ჩვენ დავაანონსეთ, რომ 2021 წლის რთველის დროს, ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრება მოხდებოდა მთელი რიგი მიმართულებით, რაზეც კომუნიკაცია წლის დასაწყისიდან გვქონდა. ღვინის სანედლეულო ბაზა უნდა იყოს უფრო ხარისხიანი, ყურძენი უნდა იკრიფებოდეს კონდიციურ მდგომარეობაში, რაც იქნება წახალისებული, განსხვავებით, არაკონდიციური ყურძნისგან, რომელიც არის უხარისხო სანედლეულო ბაზა და, საბოლოოდ, ქართული ღვინის ხარისხზე და იმიჯზე უარყოფითად აისახება. დღევანდელი შესწორებით დავაზუსტეთ წარმოებული სპირტის შემცველობა კახეთის რეგიონში წარმოებულ იმ ღვინოებში, რომლებიც გადის სხვა ღვინოების კატეგორიაში.

გვესმის, როგორია კლიმატური პირობები კახეთის რეგიონში, თუ ღვინოში ნაკლებია სპირტშემცველობა, ესე იგი არ არის დამზადებული ხარისხიანი და კონდიციური ყურძნისგან. მევენახეობის სხვა დანარჩენ ზონებში მოწეული ყურძნისაგან დამზადებული სხვა ღვინის სპირტშემცველობა რჩება, კვლავინდებურად, არანაკლებ 9,0 %“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კახეთის მევენახეობის ზონაში მოწეული ყურძნის ბუნებრივმა შაქრიანობის მაჩვენებელმა საკმაოდ მოიმატა, რაც ამავე ზონაში კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული. ღვინის სპირტშემცველობა დამოკიდებულია ყურძნის სიმწიფის ხარისხზე, რომელსაც განაპირობებს სწორედ ყურძნის ბუნებრივი შაქრიანობის მაჩვენებელი. სწორედ ამიტომაა მიზანშეწონილი, რომ კახეთის მევენახეობის ზონაში მოწეული ყურძნისაგან ნაწარმოები ღვინისათვის ფაქტობრივი მოცულობით სპირტშემცველობა 9%-დან 10,5 %-მდე გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ რთველი 2021-ის ფარგლებში, მკაცრად გაკონტროლდება ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხი, კერძოდ, შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი.

პროექტით განსაზღვრული მოთხოვნა არ გავრცელდება 2021 წლის 1 აგვისტომდე წარმოებულ ღვინოზე, რაც მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებული ღვინის რეალიზაცია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა