ჭიათურაში სოფელ შუქრუთში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ მოსახლეობამ
პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, 5 ადამიანს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს კიდევ 3 ქალი შეუერთდა.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობა უკვე 14 დღეა შიმშილობს.
პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანია მათი საკარმიდამო მიწებისა და საცხოვრებელი სახლების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწაემოებს, რის გამოც მათი სახლები დაზიანდა და ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიში გახდა.
ისინი კომპანიისგან ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გამოყოფას ითხოვენ.