დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის
განცხადებით, ეპიდსიტუაცია უმჯობესდება ნელი ტემპით მაგრამ დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ნაკლებია იანვრისა და დეკემბრის მაჩვენებლებზე.
"ეპიდსიტუაცია უმჯობესდება მაგრამ ძალიან ნელი ტემპით. ყოველდღიურად მოგეხსენებათ მაინც გვაქვს 1000-მდე ან 1100-1200-მდე შემთხვევა. აღარ არის ის 1500-2000 რაც მაისის დასაწყისში იყო. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის უფრო მეტი გვაქვს მაისში ვიდრე იყო აპრილში და გაცილებით მეტია მარტისა ან თებერვლის მაჩვენებელზე, თუმცა ბევრად ნაკლებია იანვრის, დეკემბრისა და ნოემბრის მაჩვენებელზე. მაინც არ არის მარტივი სიტუაცია, ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია რაზეც ვსაუბრობთ აუცილებელია იყოს დაცული" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.