არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“, კიდევ ერთხელ გამოთქვამს შეშფოთებას პატიმართა
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამო.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაფიქსირებული ფაქტები საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევა და თითოეული საქართველოს მოქალაქის შეურაცყოფაა.
ამასთან, „ახალი თაობა -ახალი ინიციატივა“ შეშფოტებას გამოთქვამს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში დაძაბულობის ზრდით.
„მივესალმებით ოპოზიციური პარტიების ლიდერების მოწოდებებს არჩევნების უალტერნატივობის და მისი მშვიდობიან გარემოში ჩატარების შესახებ, ასევე ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ საზარელ ინციდენტებთან დაკავშირებული თანამდებობის პირთა გათავისუფლებისა და მასში მონაწილე პირების დაკავების შესახებ, იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული საქმეების გამოძიება წარიმართება განჭვირვალედ და ყველა დამნაშვე სათანადოდ იქნება დასჯილი“ - აცხადებს იგი.
ორგანოზაცია მიმართავს ქვეყნის ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს ძალისხმევა არ დაიშურონ, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები შექმნილი რთული ვითარების მშვიდობიანი განხმუტვისათვის.

















