Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 598 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 095 კვლევა
ანტიგენის ტესტით და 4 503 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 337 961-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.99%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.19%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 357 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 319 956-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 639 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 12, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340, საიდანაც: 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 268, აჭარაში - 461, იმერეთში - 537. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 892 პირი, მათ შორის, თბილისში - 414, აჭარაში - 110, იმერეთში -161. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 12, იმერეთში - 16. 667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 355 - თბილისში, 270- აჭარაში. 8 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 91 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 33.
სულ 6 ოქტომბრიდან - 23 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 758 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 404 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 343 პირი, აჭარაში - 1 786, იმერეთში - 1 586.