შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული
ინფორმაციის თანახმად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალისგორში მწყემსმა ფერდობზე დაგორების შედეგად მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანებები და ესაჭიროებოდა სასწრაფოდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
მოქალაქე ადგილობრივი მწყემსების მიერ გადაყვანილი იყო სოფლის ექიმთან, რომელმაც დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. მიღებული დაზიანებების გამო, მედიკოსის გადაწყვეტილებით, მამაკაცის ავტომანქანით ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, ამიტომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიმართულებით დასახმარებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, თბილისიდან გავიდნენ მეხანძრე-მაშველები და ექიმები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მწყემსი უკვე გადმოყვანილია თბილისში, სტაციონარში, სადაც ექიმები აღმოუჩენენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას.