საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართეს და უკვე მეორე დღეა შიმშილობენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მათი უცვლელი მოთხოვნაა გადადგეს სასწავლო დაწესებულების რექტორი.
სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ოთხჯერ ნასამართლევია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, არასრულწლოვნების გატაცების მუქარისა და გამოძალვის მიზნით და თაღლითობის მუხლით.
მათივე თქმით რექტორმა მოსვლის დღიდან შენობები გაასხვისა და კიდევ აანონსებს სხვა შენობების გასხვისებას.
ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები არ უნდა მართავდნენ.