არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელფინ ჰენდ“ ქალაქ ბოლნისში ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო
ტრენინგი გამართა დევიზით: „დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“. ტრენერებმა ახალგაზრდებს კორონავირუსისა და ჰიგიენის დაცვის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
UNICEF-ისა და USAID-ის მხარდაჭერით გამართული ტრენინგი მიზნად ისახავს პანდემიის პირობებში, ახალგაზრდებში ჰიგიენის დაცვისა და სანიტარული პრაქტიკის საკითხების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ტრენინგის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.