logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შექმნა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი შექმნა
18:13 20.05.2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, მხარი დაუჭირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნას.

როგორც ნინო წილოსანმა განაცხადა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტურად გამოყენება მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და, შესაბამისად, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული სამუშაო ჯგუფი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან თანამშრომლობით იქმნება.

„ბოლო წლების განმავლობაში მიწის რესურსის რეგისტრაციას და მართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა როგორც საკანონმდებლო, ისე პროგრამულ ნაწილში. მიმდინარე სპორადული თუ სისტემური რეგისტრაციები საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ გარკვეულ ეტაპამდე მისულიყო მიწის რეგისტრაციის საკითხი და საკუთრების უფლება შემდგომ უკვე გამხდარიყო ამ მიწის რესურსის ეკონომიკურ საქმიანობაში და აქტივობაში ჩართვის საშუალება, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებული ტემპები არადამაკმაყოფილებელია. ეს ეხება განსაკუთრებით აგრარულ სექტორს, რადგან მიწის რესურსის ეფექტურად გამოყენების გარეშე, სექტორის განვითარებას კონკრეტული შემაფერხებელი ფაქტორები ექმნება. აქედან გამომდინარე, კომიტეტმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან ერთად, გადაწყვიტა, რომ შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც უახლოესი ხუთი თვის განმავლობაში იმუშავებს და ინტენსიურად დააკვირდება, გაეცნობა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ეფექტიანად გამოყენებას და ჩვენი რეკომენდაციებით, თუ მოსაზრებებით დადებით წვლილს შევიტანთ ამ პროცესში", - განაცხადა ნინო წილოსანმა საკითხის წარდგენისას.
კომიტეტისთვის პრიორიტეტულად განსაზღვრული საკითხის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის საქმიანობა მოიცავს შემდეგ თემებს:

1. სახელმწიფო/მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული მიწების პრივატიზება/იჯარით წესით გადაცემის ხელშეწყობა;

2. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტებს შორის სასოფლო - სამეურნეო მიწების განკარგვის საკითხების დარეგულირება;

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გადაცემის საკითხის გადაწყვეტა;

4.გადასარეკი ტრასების რეგისტრაციის დაჩქარება.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს არის იმ საკითხთა წრე, რომელთა გადაჭრის თხოვნით სექტორის წარმომადგენლები კომიტეტს არაერთგზის მიმართავდნენ და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ითხოვდნენ. სწორედ ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ სამი კომიტეტის ფარგლებში ჩამოეყალიბებინათ აღნიშნული ჯგუფი, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში იმუშავებს და მონიტორინგს გაუწევს თუ სამართლებრივად როგორ სწორად და ეფექტურად მიმდინარეობს აღნიშნული პროცესები.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან პარლამენტარები: ნინო წილოსანი, დავით სონღულაშვილი, სოზარ სუბარი, ლევან მგალობლიშვილი, ეკა სეფაშვილი, დაჩი ბერაია, ხატია წილოსანი, გოდერძი ჩანქსელიანი, ასევე სექტორის - სოფლის მეურნეობის მიმართულებით შექმნილი სხვადასხვა ასოციაცის და ორგანიზაციის, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი - საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა.

მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის დაგეგმა გასული წლის ბოლოს მოხდა, როდესაც საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური კუთხით, ანუ, ფაქტობრივად, კრიზისულ პერიოდში და გათვალისწინებული იყო ძირითადად ამ კრიზისის საპასუხო ღონისძიებები.

შარშან, მეოთხე კვარტალში, ეკონომიკური კუთხით საკმაოდ დიდი ვარდნა იყო, საბოლოოდ ეკონომიკური კლების მაჩვენებელი - 6,1% დაფიქსირდა და გიორგი კაკაურიძის თქმით, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია 2021 წლის პირველი ორი თვის განმავლობაშიც გაგრძელდა. მარტში ვითარება შედარებით გამოსწორდა და 4%-ით დაფიქსირდა ზრდის მაჩვენებელი და საბოლოოდ ეკონომიკური ვარდნა ამ წლის პირველ კვარტალში 4,2% იყო. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საკამოდ კარგი ტენდენციაა აპრილის მონაცემებით და წინასწარი მაჩვენებლები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ აპრილში საკმაოდ მაღალი ზრდა იქნება და მარტთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზრდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - ყველა პარამეტრი აჩვენებს, რომ ზრდის დინამიკა იქნება უფრო მაღალი.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს გააცნო 2021 წლის იანვარ-მარტის მაკროეკონომიკური მიმოხილვა, ასევე ინფორმაცია პირველი კვარტლის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ, რომლის მიხედვით, გადასახადების კუთხით შესრულება ფაქტობრივად 100%-იანია. მან ცალკეული სამინისტროების მიერ პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებაზეც ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუთმო. ამ სამინისტროს მიერ ჯამურად 137 მილიონ 203 ათასი ლარის ათვისება მოხდა, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის დაახლოებით 82,4%-ს წარმოადგენს. ძირითადი პროგრამების მიხედვით კი შესრულება შემდეგია: სურსათის უვნებლობის კუთხით - 77%, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების - 57%, სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების კუთხით - 81%, ერთიანი აგროპროექტი - 88%, მელიორაციის ნაწილში - 98%
ნინო წილოსანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს ათვისების მაჩვენებელი პროგრამულ ნაწილში საკმაოდ კარგია, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთი საკვანძო პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის წახალისების კუთხით მუშაობს, არ შეფერხებულა. მისივე თქმით, წარმოდგენილი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შემოსულობების ნაწილში ზოგადად არის ასპროცენტიანი შესრულება - დამაიმედებელია და წარმოდგენილი კონფიგურაციით ბიუჯეტი იმის იმედს იძლევა, რომ მის შესრულებას მომავალშიც არაფერი ემუქრება, თუმცა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა მივიღოთ.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრთა კითხვებსაც უპასუხა. კომიტეტის სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ოთარ შამუგიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა