არის თუ არა წელს ისტორიის გამოცდაზე სიახლე და როგორია ტესტის სტრუქურა? - ამ და სხვა
კითხვებზე აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი პასუხობდნენ.
შეხვედრა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდა. საუბარი შეეხო ისტორიის ტესტის ფორმატს, ასევე იმ რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეებმა როგორც წინამოსამზადებელ პერიოდში, ასევე თავად გამოცდებზე.
ვინც შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო, მას საშუალება აქვს ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გაეცნოს.
ცენტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო ღია კარის დღეები ონლაინ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გამართა. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრის წარმომადგენლები და საგნობრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ. 22 აპრილიდან შეხვედრები ოდნავ განსხვავებული ფორმატით იმართება - ყოველი ოთხშაბათი კონკრეტულ საგანს ეთმობა. ონლიანშეხვედრა უკვე შედგა უცხოური ჯგუფისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელებთან. მომდევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.