logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Online - ყველაფერი ხელოვნული ინტელექტის შესახებ დღეს იწყება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Online - ყველაფერი ხელოვნული ინტელექტის შესახებ დღეს იწყება
10:43 20.05.2021
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხუთი წარმატებული ფესტივალის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით ბრუნდება.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა- ყველაფერი ხელოვნული ინტელექტის შესახებ. DataFest Online - All About AI თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online დღეს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება. ფესტივალი უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებს და პანელურ დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესში და საზოგადოებრივი სარგებლისთვის.

წლევანდელი DataFest Online - All About AI -ზეც, ტრადიციისამებრ, ისეთი მაღლი დონის სპიკერები თუ ტრენერები იქნებიან წარმოდგენილები, როგორებიც არიან: Zaka-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - კრისტოფ ზოღბი; AICenter Sweden - ის დირექტორი, ჰანი ვაჰაბი; IMB-ის პროექტის ლიდერი და მონაცემთა მეცნიერი ბრაიან გილიკინი; AICenter Sweden-ის გენერალური დირექტორი, რეზა მოუსავი.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიო დონის 150-ზე მეტმა სპიკერმა და ტრენერმა უკვე გაუზიარა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება DataFest Tbilisi-ის მონაწილეებს.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მსავსი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, რადგან ასეთი ფესტივალები არის ძალიან კარგი შესაძლებლობა პირველი პირისგან, მაღალი დონის სპიკერებისგან მიიღო ინფორმაცია სფეროს სიახლეებზე, დაამყარო ახალი კავშირები და მოიძიო პარტნიორები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: www.datafest.ge.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა