ონის მუნიციპალიტეტში 18 მაისს მომხდარი ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზიანებული
ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისათვის მიყენებული ზიანის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი.
შეხვედრაზე იმსჯელეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ საჭირო ღონისძიებეზე.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ქ.ონსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში დაამტვრია ხეები, დააზიანა ელ.გადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები.