საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის
კომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის მნიშნელოვან, აქტუალურ საკითხებს და სამომავლო ურთიერთობების გეგმებს.
განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის გავლით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავებაზე გაკეთდა