logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი დებულებების შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი დებულებების შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა
15:56 19.05.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი დებულებების შესახებ საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მდგრადი საჯარო შესყიდვების არსი, დასანერგად გადასადგმელი ნაბიჯებისა და ამ მიმართულებით მომზადებული სამართლებრივი დებულებების პროექტები გააცნეს.

მდგრადი საჯარო შესყიდვები გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საქონლის შეძენისას მდგრადი განვითარების სამ საყრდენზე - ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს დაცვის კუთხით დაბალანსებულ გადაწყვეტილებას.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე დარასმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნეს. როგორც თამარ ალადაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო შეხვედრაში სწორედ იმ დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც მომავალში ჩართული იქნებიან მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის დანერგვის და ფუნქციონირების პროცესში.

სამუშაო შეხვედრას, რომელიც დისტანციურად ჩატარდა, პროექტის საერთაშორისო ექსპერტი ერიქს მეზალისი და ეროვნული სამართლის ექსპერტი ნატო ბერიძე უძღვებოდნენ.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4 Environment“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობათა გაძლიერებას მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკომარკირების სისტემის ეფექტიანი დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა