გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გიგა ოთხოზორიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას. დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და თანადგომა აღუთქვა.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.