logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პატრიარქის 21 სექტემბრის ქადაგებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განმარტებას აკეთებს
პატრიარქის 21 სექტემბრის ქადაგებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განმარტებას აკეთებს
22:01 22.09.2012
პატრიარქის 21 სექტემბრის ქადაგებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განმარტებას აკეთებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად  გთავაზობთ:

„ა.წ. 21 სექტემბერს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II ქადაგების შემდეგ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა, ამიტომაც საჭიროდ მივიჩნიეთ განმარტების გაკეთება.

ვფიქრობთ, არავისათვის სადაო არ არის პატრიარქის ეს ნათქვამი: ,,მე მინდა დიდი მწუხარებით ვთქვა, რომ ის ამბები, რომელიც ვრცელდება ამ ბოლო დღეებში, ეს არის დიდი სირცხვილი ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. 

ერთ-ერთი გაუგებრობა შემდგომმა ფრაზამ გამოიწვია, სადაც ვკითხულობთ: ,,ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებასა და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვთ საქვეყნოდ".

ზოგიერთმა მიიჩნია, რომ მის უწმინდესობას არ მოეწონა ცნობილი საშინელი კადრების საჯაროდ ჩვენების ფაქტი და ეს დააფიქსირა, რაც არასწორია. 

პატრიარქის გულისტკივილი გამოწვეული იყო და არის იმით, რომ ჩვენთან არ არსებობს სახელმწიფო მართვის ისეთი მექანიზმი, როგორიცაა დასავლეთში, რაც თავისთავად გამორიცხავს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების სისტემატურობას. ამიტომაც მისი უწმინდესობა ბრძანებს: უცხოეთში “თვითონ ასწორებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და აღარ განმეორდეს".

ქადაგების მთელი აქცენტი კი გადატანილი იყო მშვიდობაზე და განსაკუთრებით 1 ოქტომბრამდე მის შენარჩუნებაზე. მოვიტანთ ციტატებს: ,,ჩვენ დაგვრჩა თითქმის ერთი კვირა პარლამენტის არჩევნებამდე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ ამ დღემდე"... ,,მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები ყველაფერს გააკეთებენ, რომ არსად არ იყოს არეულობა, სუფევდეს მშვიდობა". 

ამ მიზნითვე იყო მოხმობილი მაგალითი საქართველოს ისტორიიდან პროვოკაციის გამო მძიმე მდგომარეობაში მოხვედრილი ქართველების სასწაულებრივ ხსნაზე ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ლოცვით: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე".
ავღნიშნავთ, რომ საქართველოს მოსახლეობისა და ახალგაზრდობის აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით სამართლიანია და მათ, საქართველოს კანონმდებლობით სრული უფლება აქვთ გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მათ შორის, შეკრებებისა და მსვლელობების გზით და ეს უფლება ხელისუფლებამ უნდა დაიცვას.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს შექმნილი დაძაბული მდგომარეობის ფონზე, პროვოკაციის სერიოზული საფრთხე არსებობს (მათ შორის გარეშე ძალების მხრიდანაც). ამიტომ აუცილებელია გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, რათა არ მოხდეს ისე, რომ უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ გამოსული ხალხი ბრალდებულის მდგომარეობაში აღმოჩნდეს და მისი უწმინდესობის სიტყვებითვე რომ ვთქვათ, ,,ეს ადამიანებიც დამცირდნენ და საქართველოც".

პატრიარქის აზრით, ,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები არ იყოს გაყალბებული, რომ ადამიანებმა გამოთქვან ის აზრი თავისუფლად, რომელიც მათ გააჩნიათ. არავითარ შემთხვევაში შიშის ქვეშ არ უნდა იყოს არც ერთი კაცი, არც ერთი ადამიანი და როგორც თვითონ ფიქრობს, ის რიცხვი უნდა შემოხაზოს. 

რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ყველას აქვს თავისი აზრი, მითუმეტეს პოლიტიკოსებს, და მათ, ალბათ, უკეთ იციან, როგორ მართონ მოვლენები.
პატრიარქმა კი ქადაგებაში თავისი პოზიცია დააფიქსირა.

და ბოლოს გვინდა მოვიტანოთ ამონარიდი მისი უწმინდესობის ამა წლის 8 ივნისის ქადაგებიდან: “არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატიმარს შეურაცხყოფა მივაყენოთ, მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა. არავინ არაა დაზღვეული პატიმრობისაგან. ციხეების ხელმძღვანელებს მამაშვილური სიყვარულით, პატივისცემით მინდა ვთხოვო, დაეხმარეთ, უშველეთ მათ..." - ნათქვამია განმარტებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა