logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
13:05 19.05.2021
ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომას უმასპინძლა.

სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის შესრულების შესახებ სამართლებრივი ხასიათის საჭიროებებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების 2020 წლის ბიუჯეტის შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა გააკეთა.

კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესის შესახებ მოხსენებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი წარდგა.
ქვემო ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ისაუბრა.

კომიტეტის გასვლით ხსდომაზე მოხსენებით ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია წარდგნენ. სხდომას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა. გასვლითი კომიტეტის სხდომას ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, სტუმრებმა ქალაქ ბოლნისში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები და ელიას მთაზე არსებული სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.

“ბოლნისმა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომას უმასპინძლა. სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული. პირადად მე კანომდებლებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და მაღალმთიან რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესში არსებულ ხარვეზები გავაცანი. ჩვენთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, ქვეყნის საკანომდებლო ორგანოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პარლამენთთან ურთიერთობით მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო კანონპროექტების შემუშავება ხდება, რაც თითოეული თვითმმართველობის სწრაფი და ეფექტური განვითარებას განაპირობებს”, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა