საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივ
მაუწყებელთან მსვლელობა მოაწყეს.
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიმდინარე მოვლენების არაადეკვატურად გაშუქებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მაუწყებლისგან საეთერო დროს ითხოვენ, რათა, მათი განცხადებით, საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სიმართლე აცნობონ.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან უფლებადამცველებთან ერთად ცნობილი სახეებიც იმყოფებიან.
კოსტავას გამზირზე მოძრავი ავტომანქანები აქციის მონაწილეების მიმართ სიგნალებით სოლიდარობას გამოხატავენ.

















