მუზეუმის საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში,
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი მორიგ გამოფენას მასპინძლობს.
გამოფენა, რომლის სახელწოდებაა - "სახელმწიფო ბანკი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში", დღეს გაიხსნა და 31 მაისამდე გაგრძელდება.
გამოფენის ფარგლებში, მუზეუმში მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ 1919-1921 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიას. ასევე, დაათვალიერონ შესაბამისი პერიოდის ფოტო, საარქივო და პრესის მასალები.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში, რუსთაველის #10-ში მდებარეობს და ვიზიტორებს ყოველი კვირის ხუთშაბათიდან - ორშაბათის ჩათვლით, 10:00 -17:00 საათამდე მასპინძლობს. მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის უფასოა. აღსანიშნავია, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მუზეუმში დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა.