ონის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა მოსახლეობა დააზარალა.
სტიქიამ დაამტვრია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი სადენები და საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, რაჭაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან და პარალელურად საცხოვრებელი სახლების გადახურვა და ელექტრო სადენების აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება.