დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, გურამიშვილის გამზირის, ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, მინდელის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, პეტრიწის, რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, გვეტაძის, გაფრინდაულის, ყიფიანის, აგლაძის, გლინკას, ჩარგლის, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ზიგზაგის, ბოგვის, ერწოს, ხევისუბნის, ქვიშხეთის, სანზონის, გუდამაყრის, თიანეთის, ტიბაანის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების IV კვარტლის, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე გულუას, წალკის, საბანიძის, ნაზიმი განჯელის, ქუმსიაშვილის, ბექა ოპიზრის, თელეთის, მუხათის, იალღუჯის, დეკაბრისტის, ისპაჰანის, ხუციშვილის, მერჩულეს, ცურტაველის, გრიშაშვილის, ბერძნის, შავნაბადას და ნიკო ლორთქოფანიძის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო
10:00 საათიდან 17:00 საათამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ვერეს დაღმართის, საქანელას, მიხეილ ჯავახიშვილის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობა.