მოძრაობა „არას“ ლიდერის ლევან ჩიტაძის განცხადებით, უფლებადამცველი დაჩი ცაგურია, რომელიც დღეს დააკავეს, ცოცხითაა ნაცემი.
როგორც ჩიტაძემ აქციაზე განაცხადა, ცაგურია ამ დროისთვის დიღომში ე.წ „კაპეზეზე“ იმყოფება.
„დაჩი ცაგურია მისი ღირსების შელახვის მიზნით, ცოცხებით არის ნაცემი. ჩვენ ამ უკანონობას არ დავუშვებთ, არ დავუშვებთ იმას, რასაც ისინი პატიმრების მიმართ ახორციელებენ. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ მიზანს მივაღწიოთ“ - განაცხადა ჩიტაძემ.
უფლებადამცველი დაჩი ცაგურია დღეს სამართალდამცავების შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. მას 10 დღიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

















