logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საერთაშორისო კონსილიუმი - ჯიპიაი ჰოლდინგის ახალი სერვისი
საერთაშორისო კონსილიუმი - ჯიპიაი ჰოლდინგის ახალი სერვისი
11:15 17.05.2021
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვეულებს საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში დიაგნოზზე დამატებითი ინფორმაციის, ე.წ. მეორე აზრის მიღების შესაძლებლობას აძლევს. საერთაშორისო კონსილიუმი - ეს არის სერვისი რომლის დახმარებითაც პაციენტების სამედიცინო ისტორიას და დიაგნოზს მსოფლიოში წამყვან ისპეციალისტები განიხილავენ. ჯიპიაიში აცხადებენ, რომ დაზღვეულებისთვის ამ სერვისის მიწოდებას პარტნიორ საერთაშორისო კომპანია „მედიგაიდთან“ და კლინიკა „კურაციოსთან“ ერთად განახორციელებენ.

კომპანიაში ამბობენ, რომ როდესაც საუბარია სერიოზულ სამედიცინო პრობლემაზე, პაციენტებს ხშირად სურთ, მოისმინონ მეორე აზრი სხვა სპეციალისტებისგანაც. საერთაშორისო კონსილიუმი სწორედ ამ მოსმახურებას შეიცავს - მარტივად და ზედმეტი თანხის გადახდის გარეშე ერთი ზარის საშუალებით, „ჯიპიაი“-ს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით. დაზღვეული თავად აირჩევს კლინიკას და სამედიცინო მონაცემების გადაგზავნის შემდეგ , მის დიაგნოზს დარგის წამყვანი სპეციალისტები კონსილიუმზე განიხილავენ. დაწრვილებით მიმოხილვას და რჩევებს, თუ რა არის უმჯბესი კონკრეტული დიაგნოზის მკურნალობისას პაციენტები 10 სამუშაო დღეში მიიღებენ.

ბესიკ ფესტვენიძე, ჯიპიაი ჰოლდინგის სამედიცინო დირექტორი: საერთაშორისო კონსილიუმის სერვისი არის სრულიად ახალი მიდგომა და შესაძლებლობა თითოეული ადამიანისთვის, რომ მისი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო მიდგომა აირჩიოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დაზღვეულებს წვდომა ჰქონდეთ მსოფლიოს წამყვან ექიმებთან და უახლეს სამედიცინო სერვისზე. თუ მცირე ეჭვი მაინც აქვთ, შესაძლებლობა მივცეთ , გადაამოწმონ საქართველოშ დასმული დიაგნოზი და მკურნალობის უფრო თანამედროვე მეთოდებით სარგებლობა შეძლონ. როგორც იცით მესამე წელია კიბოს რისკისგან დაზღვევას ვთავაზობთ ადამიენბს და ამ პრიგრამის ფარგლებში დაზღვეულები ხშირად გვთხოვდნენ მათთვის საზღვარგარეთ კლინიკის შერჩევაში დახმარება გაგვეწია. ჩვენც რა თქმა უნდა ყველა მათგანს ვაკავშირებდით კლინიკებთან, თუმცა როგორც წესი იქ წასვლა და მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული . საერთაშორისო კონსილიუმი კი საუკეთესო საშუალებაა ყველანაირი ხარჯის გარეშე მსოფლიოს მოწინავე ექიმები გაეცნონ შენს დიაგნოზს და გამოგიგზავნონ მკურნალობის გეგმა, თანაც ისე, რომ ქვეყნის დატოვება არ მოგიწევს. ტელემედიცინა მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული და პოპულარული მეთოდია და სწორედ ამ მეთოდს ვნერგავთ ჩვენთანაც, დაზღვეულები შეძლებენ

დისტანციურად გაიარონ ექიმთან კონსულტაცია მსოფლიოს ნებისმიერ წერილში. ვფიქრობ, ყველა ადამიანი იმსახურებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო დონის კლინიკებთან და მისი განკურნებისთვის საუკეთესო გზა აირჩიოს. „

საერთაშორისო კონსილიუმის სერვისით სარგებლობა ჯიპიაის კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევისა და პოლისი „ონკოქეარის“ შეძენის დროს შეგიძლიათ. დიაგნოზის გადამოწმების სერვისს პოლისის ღირებულება სრულად ფარავს და დაზღვეულს დამატებითი თანხის გადახდა არ სჭირდება. დიაგნოზის გადასამოწმებლად ჯიპიაის დაზღვეულმა უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე და გაესაუბროს მედიგაიდის წარმომადგენელს. სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადებას და თარგმნას კლინიკა „კურაციო“ უზრუნველყოფს. შემდეგ შემოთავაზებული კლინიკებიდან იგი თავად არჩევს რომელ სამედიცინო ცენტრში გადამოწმდეს მისი დიაგნოზი. სამედიცინო ისტორიის შევსების შემდეგ არჩეულ კლინიკასთან ყველა საკითხს „მედიგაიდი“ მოაგვარებს გადამოწმებულ დიაგნოზს, დასკვნას და მკურნალობის განახლებულ გეგმას პაციენტი 10 სამუშაო დღეში მიიღებს. მკურნალობის პროცესში ჩართული იქნება ადგილობრივი ექიმიც, ახალი მკურნალობის გეგმის გავლა და დაგეგმვა უკვე მასთან ერთად მოხდება.

„მედიგაიდი“ საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1990 წელს აშშ-ში დაარსდა და 152-ზე მეტ ქვეყანაში აძლევს საშუალებას ადამიანებს სამედიცინო დიაგნოზი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადაამოწმონ. 100-ზე მეტი პარტნიორი კლინიკის დახმარებით „მედიგაიდი“ არის ლიდერი კომპანია ბაზარზე, რომელიც პაციენტებს საერთაშორისო კონსილიუმის სერვისს სთავაზობს.

„ონკო ქერაი“ კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამაა, რომელსაც ჯიპიაი უკვე მესამე წელია ახორციელებს. კომპანია ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში 20-მდე დაზღვეულს დაეხმარა და კომპენსაციის სახით 1.5მლნ ლარზე მეტი გასცა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა