ჩოხატაურში მოსულმა ჭარბმა ნალექმა და ძლიერმა წვიმამ მოსახლეობა დააზარალა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და შენობების სახურავები.
ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ხეები მოგლიჯა სოფელ ხევში, დაბაში ზემო ხედსა და ბურნათში, რის გამოც სოფელ ხევში მისასვლელი გზა ჩაიხერგა და თითქმის ერთი საათით გადაიკეტა.
სტიქიისგან მიყენებულ ზარალს მოსახლეობასთან ერთად სპეციალური კომისიაც ითვლის.
ადგილზე სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ.