საქართველოში 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე აღინიშნება.
2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
ამ დღეს როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ასევე საზოგადოება სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს.
მიმდინარე წელს, პანდემიის გამო მასშტაბური ღონისძიებების ნაცვლად მსვლელობა მხოლოდ გაიმართება.