დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის, სოფელი თელეთის, ზემო ფონიჭალის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის IIIმიკრორაიონის, დავით აღმაშენებლის გამზირის, კვინიტაძის, ლომინაძის, სურგულაძის, ანდრო ჟორდანიას, ლევან ღოღობერიძის, ვირსალაძის ბოგვის, მუხაძის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ლორთქიფანიძის, დარიალის, ტიციან ტაბიძის, ზიგზაგის, ჩარგლის და გვაზაურის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, თეთრიხევის დასახლების და სამგორის შესახვევევის მოსახლეობა, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის, იმედაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე დიღმის მასივის V მიკრორაიონის და აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ლენტეხის ქუჩის მოსახლეობა.