logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომებში ონლაინ ფორმატით მონაწილეობს
საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომებში ონლაინ ფორმატით მონაწილეობს
14:04 15.05.2021
14 – 17 მაისს შვედეთის ორგანიზებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ონლაინ ფორმატში იმართება. სესიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

პირველ დღეს, სესიას სიტყვით მიმართა ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ, სადაც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა. კონგრესმენის განცხადებით, ნატომ უნდა განაგრძოს რუსული ოკუპაციის დაგმობა, მხარი დაუჭიროს ქართველ მეგობრებს, საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ მიესალმება მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს სრულად შეასრულონ მიღწეული შეთანხმება.

მან ასევე ისაუბრა ალიანსის „ღია კარის" პოლიტიკაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტისგან საქართველოს და უკრაინას აქვთ დიდი მოლოდინი. გამოთქვა იმედი, რომ ნატო-ს მოკავშირეების ლიდერები აღიარებენ საქართველოსა და უკრაინის პროგრესს, მიღწევებს და საბოლოოდ, ორივე ქვეყანა გახდება ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

დისკუსიის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრმა გიორგი ხელაშვილმა, ასამბლეის პრეზიდენტ დაუსვა კითხვა შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის ალიანსის მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით პრაქტიკული ნაბიჯების შემუშავების შესახებ. ქართველი პარლამენტარის კითხვაზე პასუხად, კონგრესმენმა კონოლიმ განაცხადა, რომ იგი საქართველოს, უკრაინასა და ალიანსს შორის ინსტიტუციონალური ინტეგრაციის მომხრეა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატო-ს ოპერაციებში და წვრთნებში და შესაბამისად, მოელის მეტ ინტეგრაციას ნატო-სთან. მისი თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა შეძლებს საქართველოსთან ერთად იმუშაოს იდეებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა შვედეთის თავდაცვის მინისტრი პეტერ ჰულტკვისტი, რომელმაც ასევე მხარდამჭერი განცხადება გააკეთა საქართველოს მიმართ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა