დამოუკიდებელი ახალგაზრდების ჯგუფის წევრი გიორგი აფხაიძე აცხადებს, რომ მას რამდენიმე წუთის წინ ტელეფონით პატიმარ
კობა მაჭარაშვილის ცემასთან დაკავშირებით შეატყობინეს.
როგორც აფხაიძე „ნიუსპრესთან“ საუბარში აღნიშნავს, მას ეს ინფორმაცია რუსთავის ნომერ პირველ სასჯელაღსრულების დაწებულებიდან პატიმარმა მიაწოდა.
„რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს და შემატყობინეს, რომ პატიმარი კობა მაჭარაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით არის ნაცემი. ეს ადამიანი საკნიდან გუშინ გაიყვანეს და ახლა ე.წ კარანტინშია. პატიმარ მაჭარაშვილს რაღაცის აღიარებას სთხოვენ“ - განაცხადა აფხაიძემ.
ამასთან, გიორგი აფხაიძე მოუწოდებს ყველა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას, შევიდნენ რუსთავის ნომერ პირველ დაწესებულებაში და მოიძიონ კონკრეტული პიროვნება - კობა მაჭარაშვილი.

















