კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ
ჩობალაურში, ადგილობრივი მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.
გზაზე მოწყობილია რკინა-ბეტონის ღარები ლითონის ცხაურებით. ავტობანიდან სოფელში მისასვლელ 1500 გრძივ მეტრზე იგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი.
პროექტით განხორციელებული სამუშაობით თავდაპირველ მოსარგებლე იქ მცხოვრები 200 ოჯახია. კეთილმოწყობილი გზა მათთვის კომფორტული და უსაფრთხო იქნება.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ ფინანსდება და მასზე 343 232 ლარი იხარჯება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.