გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი
ესპანეთის სამეფოს ეკონომიკურ და სავაჭრო ატაშეს გუილერმო კესლერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით, ასევე სოფლის მეურნეობის, კერძოდ, მეღვინეობის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ქვეყნებს შორის წარმატებული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე გაამახვილა.
გუილერმო კესლერის განცხადებით, საქართველო მრავალმხრივი პოტენციალის მქონე ქვეყანაა და, შესაბამისად, არსებული თანამშრომლობის საფუძველზე, ესპანეთის სამეფოსთვის საქართველო საიმედო და საინტერესო პარტნიორია.