საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე
კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
„ვაქცინაცია სწორი არჩევანია, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ახლობლები და ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები COVID-19-სგან. ვაქცინაციით და პრევენციული ღონისძიებებით - ნიღბის ტარებით, საჭირო დისტანციის დაცვით, შევძლებთ პანდემიის დამარცხებას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ - აღნიშნა მანდატურის სამსახურის უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც მასწავლებლები, ასევე განათლების სისტემის სხვა წარმომადგენლები.