აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „სინოფარმით" აიცრა. მან ვაქცინა
საჯაროდ, ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში გაიკეთა.
„ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან. ჩვენ, ვაქცინაციის ინტენსიური განხორციელებით უნდა შევძლოთ როგორც სიცოცხლის გადარჩენა, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენა" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ჩინური წარმოების, "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან დაიწყო.